ფინეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ნატო-ში გაწევრიანების კანონს

23 მარტი 2023, 19:11 746 ნახვა

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების საშუალებას აძლევს, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც საული ნიინისტომ განაცხადა, მას სურს, რომ ფინეთი მზად იყოს ალიანსში გასაწევრიანებლად, როგორც კი მისი განაცხადის რატიფიცირებას თურქეთი და უნგრეთი განახორციელებენ. ეს ორი ნატო-ს უკანასკნელი წევრი ქვეყნები არიან, რომლებსაც ალიანსში ფინეთისა და შვედეთის განაცხადები რატიფიცირებული არ აქვთ.

გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა დაიწყებს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესს. როგორც მოსალოდნელია, შესაბამის დოკუმენტს უნგრეთის პარლამენტი ორშაბათს უყრის კენჭს.

ხელმოწერის ცერემონია ჰელსინკიში სამთავრობო სასახლეში გაიმართა. ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება ქვეყნის პარლამენტმა პირველ მარტს მოახდინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში