ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 120 წლისაა

24 მარტი 2023, 11:19 1140 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 120 წლისაა. ქალაქის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკა 1902 წლის 13 ოქტომბერს გაიხსნა და მედპერსონალის რიცხვი მაშინ მხოლოდ 50-ს შეადგენდა, ახლა კი მათი რაოდენობა 650-ია.

ბათუმის ისტორიული კლინიკის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის  ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ შორის, ღვაწლმოსილი ექიმების ვარსკვლავისა და მონუმენტის გახსნა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსდება.  

ქალაქის  ერთ-ერთი მთავარი კლინიკის ისტორიის გასაცნობად მოეწყობა ასევე ფოტო-გამოფენა. მანამ კი იმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც ქართველი და უცხოელი ექიმები ერთმანეთს სამედიცინო გამოცდილებას და ნაშრომებს გააცნობენ.

კონფერენციას ესწრება აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. ნინო ნიჟარაძემ მედიკოსებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და რეგიონის სამედიცინო მომსახურების სფეროში რესპუბლიკური საავადმყოფოს  როლზე ისაუბრა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში