უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი საქართველოშია

24 მარტი 2023, 14:44 686 ნახვა

ევროპის 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა ბათუმიდან იწყება. იგი უკვე საქართველოშია. ტურნირის მთავარი სიმბოლო მოგზაურობას ბათუმიდან იწყებს. ღონისძიება 26 მარტს ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართება. თასი ბათუმის ქუჩებს კოკა-კოლას ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოივლის. ევროპის მოედანზე კონცერტიც გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ნუცა ბუზალაძე, სალიო, ანსამბლი შვიდკაცა, სოფო ხალვაში და სხვადასხვა ადგილობრივი ბენდი.

ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი, აჭარის მთავრობაა. ბათუმის შემდეგ თასი მესტიაში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც, 2 მაისს ტურნირის კიდევ ერთ მასპინძელს, ქუთაისს ესტუმრება.

ქუთაისიდან მოგზაურობა ამბროლაურსა და ყაზბეგში გაგრძელდება. თასის ბოლო გაჩერება კი თბილისი იქნება.

შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

26 მარტს ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია აჭარის მაუწყებლის ეთერში შეგიძლიათ ნახოთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში