შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში

09 თებერვალი 2017, 00:00 1488 ნახვა

საქართველოს შს სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს უფროსის მოადგილე, სააგენტოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სასაზღვრო სფეროში არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რის შედეგადაც, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან ერთად, საქართველოში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. კონტრადმირალმა სკოტ ჯერაბეკმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმედო პარტნიორობისა და წარმატებით განხორციელებული ერთობლივი პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. 

ამავე კატეგორიაში