გიორგი სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

24 მარტი 2023, 19:39 572 ნახვა

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან, დაძაბულ ორთაბრძოლაში წააგო. სარდალაშვილი ვაზარით აგებდა, რის შემდეგაც გათანაბრება მოახერხა, მაგრამ აზერბაიჯანელმა ძიუდოისტმა კიდევ ერთი გდება შეასრულა და გამარჯვება მას დარჩა. წარუმატებელი გამოდგა თბილისის გრანდ სლემის პირველი დღე ქართველი ქალი ძიუდოისტებისთვის. დღეს გამომსვლელი ყველა სპორტსმენი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ტურნირს. შეჯიბრებაზე ასევე მედლების გარეშე დარჩა შვიდი ქართველი კაცი ძიუდოისტიც.25 მარტს "თბილისი არანზე" მედლები კაცებში 73 და 81, ხოლო ქალებში 63 და 70 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება და 11 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში