პუტინის ომის 395-ე დღე უკრაინაში

25 მარტი 2023, 11:13 546 ნახვა

უკრაინაში ომის 395-ე დღეა. ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე ღამის განმავლობაში მტერმა 37 საჰაერო და 4 სარაკეტო შეტევა განახორციელა. დაიბომბა ქალაქი კონსტანტინოვკა, სადაც იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. რუსულმა არმიამ ქალაქზე იერიში ს-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან მიიტანა.

გენშტაბის ცნობით, მტერი აგრძელებს თავისი პოზიციების დაცვას ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით. კვლავ მძიმეა  ვითარება ბახმუტთან. სწორედ ამ ქალაქის ტერიტორიაზე მოხდა ყველაზე მეტი საბრძოლო შეტაკება ბოლო 2 დღის განმავლობაში.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის განცხადებით, თავდაცვის ძალების უზარმაზარი ძალისხმევის წყალობით, უკრაინული მხარე სიტუაციის სტაბილიზებას ახერხებს.  ბოლო 24 საათში ოკუპანტმა იერიში მიიტანა კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით. ამასთან, მტერი ყოველდღიურად განიცდის ცოცხალი ძალის დანაკარგს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით კი მტრის ყველა პოზიციის განადგურება ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას და ამ დრომდე სულ მცირე 10 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება ალყაში ბახმუტთან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში