სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოება

25 მარტი 2023, 14:10 496 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო,პრეზიდენტმა სოციალური მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სწორედ ახალგაზრდების  ინიციატივებსა და წამოწყებებს შეუძლია ახალი სიცოცხლე შესძინოს რეგიონებს, რაც დღეს ქვეყნის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საუკეთესო სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩი ანა ახლოური გახდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წეროვანის დევნილთა დასახლებიდან.

მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრის (ICPI) მხარდაჭერით ანა დაჯილდოვდა სასწავლო ვიზიტით ჩეხეთში. სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები 4 რეგიონიდან - ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან და შიდა ქართლიდან შეარჩიეს.

ელჩების მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოსახლეობისთვის გაეცნოთ და შეეთავაზებინათ სოციალური მეწარმეობა, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების სისტემურად და გრძელვადიანად გადაჭრის უნიკალური მიდგომა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში