ჩხრეკა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის სახლში

25 მარტი 2023, 14:40 709 ნახვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური დიმიტრი ჩიქოვანის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშიებიტ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია "პოსტივის" ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, გასული ღამის განმავლობაში, საპარტულო პოლიცია იმყოფებოდა. სამართალდამცველები ადგილზე სატელეფოო ზარის საფუძველზე მივიდნენ.

ზარი 112-ში "პოსტივის" ჟურნალისტისგან შევიდა, რომლის ინფორმაციითაც, ბინაში ჩიქოვანი სამოქალაქო აქტივისტ თათია სამხარაძესთან ერთად იმყოფებოდა და სავარუდო დანაშაული ხდებოდა. დიმიტრი ჩიქოვანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა.

საგამოძიებო მოქმედებების დროს, ადგილზე მივიდნენ ადვოკატები და "ნაციონალური მორაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი. ისინი ფაქტს პროვოკაციას უწოდებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში