ურსულა ფონ დერ ლაიენი და ემანუელ მაკრონი აპრილში ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავლენ

25 მარტი 2023, 14:53 553 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად აპრილში ჩინეთში ჩავა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაკრონის თქმით, ვიზიტის დროს ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად პეკინს ერთიან, ევროპულ პოზიციას გააცნობენ. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე გერმანიის კანცლერსაც ესაუბრა.

გადაწყვეტილება ჩინეთის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტსა და პუტინთან შეხვედრას მოჰყვა. ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის ევროკომისიის პრეზიდენტის რანგში, ჩინეთში პირველი ვიზიტი იქნება.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას ჩინეთის ლიდერთან საუბარი სურს, თუმცა მოლაპარკებების შემოთავაზება არ მიუღია.

იაპონურ გამოცემასთან საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა რომ, მან პეკინს უკრაინული 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმისთვის შუამავლობისა და უმაღლეს დონეზე შეხვედრის თხოვნით მიმართა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში