საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისი გრანდ-სლემი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა

27 მარტი 2023, 10:20 586 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გელა ზაალიშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ის ფინალში თურქ მუნირ ერთუგს გაეჯიბრა და ვაზარით დაამარცხა.

გელა ტურნირში მე-2 წრიდან ჩაერთო და გერმანელი ლოსენი კონე 3 შიდოთი მოახსნევინა, რასაც უზბეკ შოხრუხონ ბახტიოროვთან 2 ვაზარი მიაყოლა, ნახევარფინალში კი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი კუბელი ენდი გრანდა იპონით დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ზაალიშვილის გარდა, ჩემპიონები ლაშა ბექაური და ილია სულამანიძე გახდნენ, გიორგი სარდალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ვერცხლის მედლები აიღეს, ლაშა შავდათუაშვილი კი მე-3 ადგილზე გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში