21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასი - კონცერტი ევროპის მოედანზე 

27 მარტი 2023, 11:01 679 ნახვა

საზეიმო ვითარებაში დახვდა ბათუმი ევროპის ჩემპიონატის თასს. კონცერტისთვის მომზადებულ სცენაზე თასი ტურნირის ელჩმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა აიტანეს. მანამდე 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასმა ბათუმის ქუჩები მოიარა.

ბათუმის, როგორც მასპინძელი ქალაქის სტატუსი აღინიშნა კონცერტით. თასი მოგზაურობას ბათუმიდან იწყებს და შემდეგი მასპინძელი ქალაქები ქუთაისი და თბილისი იქნება.

ევროპის ახალგაზრდული შეჯიბრება ორ ქვეყანაში საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორები და სპორტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს მოვლენა ისტორიულია და ახალგაზრდებში სპორტისადმი დაინტერესებასა და მოტივაციას გაზრდის.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში