აშშ-ში ტორნადომ ათობით ადამიანი იმსხვერპლა

27 მარტი 2023, 10:13 662 ნახვა

ამერიკის ჯორჯიის  შტატის ლაგრანჟის მოსახლეობა ტორნადოს შემდეგ  დატოვებულ ნამსხვრევებს ასუფთავებს. სტიქიამ გაანადგურა სახლები, მოგლიჯა ხეები. იგი საათში  11 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა.

ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა მისისიპს,  სტიქიამ ამ შტატში 25  იმსხვერპლა და ერთი ადამიანი დაიღუპა  ალაბამაში. ტორნადომ ყველაზე დიდი ზიანი მისისიპის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ როლინგ ფოლკს მიაყენა. დანგრეულია სახლები, დაგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები, ამოტრიალებულია ავტომობილები.

ალაბამაში, რომელსაც ასევე გადაუარა ტორნადომ, მაშველებმა გადატრიალებული ტრაილერიდან მძღოლი გამოიყვანეს. მიღებული დაზიანებებისგან იგი მოგვიანებით გარდაიცვალა.

სტიქიის გამო 26 ათასი  მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მისისიპში, ალაბამასა და ტენესისში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში