ზელენსკიმ იუნისეფის კეთილი ნების ელჩი მიიღო

27 მარტი 2023, 10:21 683 ნახვა

მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში.  რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 2 დასახლება დაბომბეს. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ჩერნიგოვის 2 სასაზღვრო სოფელზე, დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები.

ორლანდო ბლუმი,  გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის უნისეფის კეთილი ნების ელჩი და ფილმების "კარიბის ზღვის მეკობრეების" და "ბეჭდების მბრძანებლის" ვარსკვლავი კიევში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.   

ბრიტანელი მსახიობის თქმით, ეს იყო მისი პირველი ვიზიტი უკრაინაში 2016 წლის შემდეგ. მან ასევე მოინახულა ქალაქის ბავშვთა ცენტრი ,სადაც  სთავაზობენ დახმარებას დევნილ ბავშვებსა და მათ ოჯახებს. უნისეფის  ცენტრებს გასულ წელს ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვი და მათი აღმზრდელი ეწვია, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 26 მარტის მდგომარეობით, სულ მცირე 465 ბავშვი დაიღუპა 13-თვიანი ომის დროს, რომელსაც რუსეთი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ აგრძელებს.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში