შვილად აყვანის წესი

09 თებერვალი 2017, 00:00 2768 ნახვა

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას აგრძელებს საკანონმდებლო ორგანო. ცვლილებებზე სასესიო ფორმატში დღეს მსჯელობენ. კანონპროექტის მიზანია ისეთი რეგულაციების ამოქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს გასაშვილებელი ბავშვის სტაბილურ ოჯახურ გარემოში აღზრდას. დგინდება მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა. ასევე ზედა ზღვარი. მშვილებლებს ვალდებულება ეკისრებათ, გაიარონ სპეციალური სერთიფიცირებლი მოსამზადებელი კურსები. კანონპროექტით საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის, რომელთაც სურთ ბავშვის შვილად აყვანა, მკაცრდება ნასამართლეობასთან დაკავშირებული პირობებიც. ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაშიც.

ამავე კატეგორიაში