აჭარის პირველობა ქართულ ჭიდაობაში

27 მარტი 2023, 14:16 513 ნახვა

ქედის კომპლექსური სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბაზში ქართულ ჭიდაობაში აჭარის პირადი პირველობა ჩატარდა. ტურნირი უფროსი ასაკის ფალავნებს შორის, ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა.

პირველობაში მონაწილეობა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მოჭიდავემ მიიღო.

გამარჯვებულებიდან დაკომპლექტდა აჭარის ნაკრები, რომელიც მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს.

წონითი კატეგორიების მიხედვით აჭარის ჩემპიონები გახდნენ: 60 - მარად გორგაძე ქედა, 70 - რომან ხიმშიაშვილი შუახევი, 80 - სულხან აბაშიძე შუახევი,  90 - თამაზ დიასამიძე ბათუმის სასპორტო სკოლა, აბსოლუტური წონითი კატეგორია არმაზ ჯაბნიძე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში