„ქალთა ჩართულობის გაძლიერება შრომის ბაზარზე“ - პროექტი

27 მარტი 2023, 14:28 722 ნახვა

„ქალთა ჩართულობის გაძლიერება შრომის ბაზარზე, ქალების კარიერული არჩევანი'' - ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებასაც აჭარაში არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსა“ იწყებს.

საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

სოციალურ-საგანმანათლებლო  პროექტის მიზანი  ახალგაზრდა  გოგონებისა და  ქალების  პიროვნული, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე  მათი დასაქმება  და თვით-დასაქმების უნარების გაზრდაა.

პროექტის ფარგლებში 6-ვე მუნიციპალიტეტიდან სამუშაოს მაძიებელი  18-დან 36 წლის  ასაკის 16 ქალი შეირჩევა, რის შემდეგაც ისინი  დასაქმებისა და კარიერული განვითარების სასწავლო კურსს, ასევე  სტაჟირებას გაივლიან.  სწავლა ბათუმში აპრილში დაიწყება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში