შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის საქმე - ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

27 მარტი 2023, 14:48 595 ნახვა

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად სცნეს.  ქუთაისის სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.

სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს 40 მოწმე და გამოიკვლიეს ყველა ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ვაზნები, რომლებიც მკვლელობის დროს გამოყენებული საბრძოლო მასალის იდენტური იყო. 

დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე ავითარებდა ვერსიას, თითქოს ბრალდებულმა თავდაცვის მიზნით გაისროლა. ეს პოზიცია ეწინააღმდეგებოდა მტკიცებულებებს.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის მაქსიმალური ზომა, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში