უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა

27 მარტი 2023, 21:40 699 ნახვა

უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა. ალიანსში ფინეთის წევრობას 182-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ექვსმა მისცა ხმა.

ამგვარად, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დასასრულებლად საჭიროა მხოლოდ თურქეთის პარლამენტის მხარდაჭერა.

თურქეთი ახლა ნატოს 30 წევრიდან ერთადერთია, რომელსაც ფინეთის ალიანსში გაწევრიანება რატიფიცირებული არ აქვს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ფინეთის განაცხადს მხარს თურქეთის პარლამენტი 14 მაისის არჩევნებამდე დაუჭერს.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პარლამენტს ჯერ არ აქვს ჩანიშნული შვედეთის განაცხადზე კენჭისყრა.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თურქეთს და უნგრეთს მოუწოდებდა, რომ ორივე სკანდინავიური ქვეყნის განაცხადების რატიფიცირება მოეხდინათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში