ნორვეგიის საელჩოსთან მიხელ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაზარალებულების ოჯახის წევრები აქციას მართავენ

28 მარტი 2023, 11:21 674 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები ნორვეგიის საელჩოსთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში ნორვეგიისგან ჯილდოს გადაცემას აპროტესტებენ. შეკრებილები ნორვეგიის ელჩთან შეხვედრას და მისი მხრიდან იმ პოზიციის დაფიქსირებას ელოდებიან, რომ სააკაშვილისთვის გადაცემული ჯილდო ქვეყნის ოფიციალური პოზიცია არ არის. 

თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

"ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის წევრებმა და კონსერვატიულმა პარტიამ მიხეილ სააკაშვილს მიანიჭეს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის ჯილდო, პრიზი, უბრალოდ სირცხვილია. ჩვენ აქ იმიტომ მოვედით, რომ ნორვეგიის ელჩს ვთხოვოთ გამოვიდეს და დააფიქსიროს, რომ ეს არ არის ნორვეგიის მთავრობის პოზიცია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მკვლელის იარლიყი ამაკრესო, დარწმუნებული შეიძლება იყოს ხალხი იმაში, რომ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა არ გამოკრა იარაღის სასხლეტს ხელი, მაგრამ მისმა რეჟიმმა, ბრძანებებმა, ნულოვანმა ტოლერანტობამ, აღვირახსნილობამ, რაც ხდებოდა საქართველოში, სწორედ ამიტომ შეიწირა მიხეილ სააკაშვილმა ეს ხალხი“,- განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში