რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

28 მარტი 2023, 14:10 542 ნახვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა დატოვა. როგორც ექიმები ამბობენ, სამსახურში არ ცხადდება არც გენერალური დირექტორი, რის გამოც შეჩერებულია კლინიკური პროცესი. 

პარალელურად, საავადმყოფოს მედპერსონალი აგრძელებს პროტესტს და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებასაც მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში