აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

09 თებერვალი 2017, 00:00 2688 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში აქცია მიმდინარეობს. საზოგადოებრივი  მაუწყებლის მხარდამჭერი აქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლეს. აქციას მოძრაობა „მწვანე მუშტი, „აუდიტორია 115-ის წევრები, ასევე პროფკავშირებისა და საზოგადოების წარმომადგენლები მართავენ. საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციას შეუერთდნენ „ფრესკოს“ და , „ბიბლუს გალერის“ თანამშრომლები, ასევე ქსნის და ტყიბულის მეშახტეები. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ და ახალი მენეჯმენტის გეგმას ეწინააღმდეგებიან. მოგვიანებით, ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” მიმდინარე აქციის მონაწილეები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ. ახალგაზრდებმა პირდაპირი ეთერის მოთხოვნით, არხის პირველი სართული დაიკავეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში