„ნატო-საქართველოს ურთიერთობები“ - შეხვედრა სტუდენტებთან

29 მარტი 2023, 11:05 461 ნახვა

„ნატო-საქართველოს ურთიერთობები და არსებული თანამშრომლობა“ - ამ საკითხზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.  

მოწვეულმა ექსპერტმა,  კერძოდ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრის მიზანი დასავლური ღირებულებების , ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ სტუდენტების ინფორმირებულობაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში