რუსეთში სამხედრო წარმოება წლის ბოლოსთვის 7-8-ჯერ გაიზრდება

29 მარტი 2023, 14:01 714 ნახვა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩელიაბინსკის და კიროვის ოლქებში სამხედრო საწარმოებს ეწვია. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების განცხადებით,  შოიგუმ შეამოწმა ობიექტები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან  სამხედრო პროდუქციის,  ძირითადად  მსხვილი კალიბრის საბრძოლო მასალების წარმოებაში. ამ იარაღს რუსეთი უკრაინაში, როგორც თავად უწოდებს,  "სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის" იყენებს. 

თავდაცვის მინისტრს აჩვენეს   ავტომატიზებული საწარმოო ხაზები, სადაც სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო, სატანკო და ნაღმმტყორცნების ჭურვებსა და უმართავ საავიაციო  რაკეტებს მზადდება. შოიგუმ ასევე  დაათვალიერა პროდუქციის ხარისხის კონტროლის ზონები.

ვიზიტის დროს რუსეთის თავდაცვის მინისტრს  მოახსენეს, რომ წლის ბოლოსთვის იარაღის წარმოება 7 ან 8-ჯერ გაიზრდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში