სტიქიის შედეგები ქობულეთში

29 მარტი 2023, 19:43 571 ნახვა

მძიმე შედეგები მოჰყვა სტიქიას ქობულეთში,გარდაცვლილია 40 წლამდე კაცი, რომლის ავტომობილსაც ხე დაეცა.ფიჭვნარში დაშავდა მცირეწლოვანი ბავშვი, გოგონას ოპერაცია დასჭირდა. მოხუცი  ცოლ-ქმარი კი ჩაქვში საერთოდ სახლის გარეშე დარჩა.ერთსართულიანი საცხოვრებელი ქარიშხალმა მთლიანად დაანგრია სტიქიის მაშტაბებიდან გამომდინარე ამ დრომდე სწავლობს მერიის შესაბამისი სამსახურები მდგომარეობას, პარალელურად კი ითვლიან ზარალს.სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ვის როგორ დაეხმარება თვითმმართველობა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში