რაფაელ გროსიმ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადურის ტერიტორია დაათვალიერა

30 მარტი 2023, 10:11 547 ნახვა

უკრაინის ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ სიტუაციას გაცილებით სახიფათოდ მიიჩნევს  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი მას შემდეგ,  რაც სადგურის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა და საკუთარი თვალით ნახა იქ  გაზრდილი სამხედრო აქტივობა.

რაფაელ გროსიმ აღნიშნა, რომ ელექტროსადგურის უსაფრთხოების  შესახებ შეთანხმების შემუშავება უნდა გააქტიურდეს.

საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რუსეთის მიერ კონტროლირებადი ელექტროსადგურის ირგვლივ დემილიტარიზებული ზონის შექმნას ითხოვდა, თუმცა ამჟამად  მხარეებს  დაცვის კონკრეტულ  ზომებს  შესთავაზებს, რომლებიც მისაღები იქნება როგორც მოსკოვისთვის, ასევე კიევისთვის. რა ზომებია ეს, გროსის არ დაუკონკრეტებია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში