სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

30 მარტი 2023, 11:45 685 ნახვა

აღმაშენებლის 40 ნომერში მცხოვრები ოჯახები დახმარებას ითხოვენ. კორპუსს სახურავი ქარმა ორი დღის წინ გადახადა. ახლა კი ბინებში წვიმის წყალი ჩადის, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ინვენტარი.

მოსახლეობის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების რეაგირებას უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ელოდებიან. ისინი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

კორპუსში რამდენიმე ოჯახია დაზარალებული. როგორც ამბობენ, არსებობს წვიმის წყლით გაჟღენთილი ჭერის ჩამოვარდნის საფრთხე.

კორპუსს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. მათ გუშინ გზა გადაკეტეს დახმარების მოთხოვნით, აცხადებენ, რომ თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება, პროტესტის ამ ზომას კიდევ ერთხელ მიმართავენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში