აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

30 მარტი 2023, 19:50 564 ნახვა

ყურადღების მისაქცევად გზა გადაკტეს და მერიისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ სტიქიით დაზარალებულები ბათუმში.აღმაშენებლის 40 ნომერში ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა.ახლა კორპუსში წვიმის წყალი ჩადის, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და საოჯახო ტექნიკა.შიშობენ, რომ წვიმის წყლით გაჟღენთილი ჭერის ჩამოვარდება.ბათუმის მერიამ კორპუსი დღეს დილით  დროებით ტენტით გადაიხურა, იმის გამო, რომ როგორც ირკვევა,სახურავების რეაბილიტაცია უამინდობის გამო ვერ იწყება. ქარიშხალმა სახურავი დაუზიანა ართმელაძეების ოჯახს ქობულეთში,სოფელ ციხისძირში.ძლიერმა ქარმა ევკალიპტის ხე მოგლიჯა, რომელიც სახლს დაეცა.სტიქიით დაზარალებული ყველა ოჯახს მუნიციპალიტეტებში შექმნილი კომისიები შეისწავლიან და სწორედ ამის შემდეგ დაზუსტდება ვის და როგორ დაეხმარება თვითმმართველობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში