ილია თოფურია ჯოშ ემეტს დაუპირისპირდება, ორთაბრძოლა 18 ივნისს გაიმართება

30 მარტი 2023, 20:45 1081 ნახვა

UFC-ში ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე ამერიკელი ჯოშ ემეტი იქნება. ორთაბრძოლა 18 ივნისს გაიმართება. 38 წლის ამერიკელი ვეტერანი მებრძოლი ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს, საერთო ჯამში შერეულ საბრძოლო ორთაბრძოლებში 18 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.ბოლო ბრძოლა ემეტმა წონის დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ჩაატარა და იარი როდრიგესთან მეორე რაუნდში წააგო. ილია თოფურიას კი ქვემსუბუქი წონის რეიგინში მეცხრე ადგილზეა, ბოლო ბრძოლა კი საბმიშენით მან ბრაის მიჩელის წინააღმდეგ გასული წლის 10 დეკემბერს მოიგო. MMA-ში ილიას საერთო ჯამში 13 ჯერ იჩხუბა და არცერთხელ დამარცხებულა. ილია თოფურიასა და ჯოშ ემეტის დაპირისპირება ხუთრაუნდიანი იქნება. აქამდე ქართველს კარიერაში მხოლოდ სამრაუნდიანი ბრძოლები ჰქონდა ჩატარებული. გამარჯვების შემთხვევაში იგი მეხუთე პოზიციამდე დაწინაურდება და საჩემპიონო ორთაბრძოლას კიდევ უფრო მიუახლოვდება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში