“ცნობილი ჩეხი ქალები” - ფოტოგამოფენა

31 მარტი 2023, 10:19 966 ნახვა

აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ცნობილი ჩეხი ქალების პორტრეტების გამოფენა გაიხსნა. პროექტი მოიცავს 50-მდე გამოჩენილი ქალის პორტრეტს, თანამედროვე ახალგაზრდა ილუსტრატორების, ბოჰემიის უნივერსიტეტის დიზაინისა და ხელოვნების ფაკულტეტის ლექტორების თვალით დანახულს.

ფოტო პორტრეტებზე დატანილია ინფორმაცია იმ ცნობილი ჩეხი ქალების მოღვაწეობის, საქმიანობის და სიმამაცის შესახებ, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს. გამოფენა 3 აპრილამდე გაგრძელდება და იგი აჭარის მუზეუმისა და ჩეხეთის ცენტრის ორგანიზებით იმართება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში