ლუხუმ ჩხვიმიანმა ანტალიის გრანდ სლემზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა

31 მარტი 2023, 14:06 749 ნახვა

დღეს თურქეთის ქალაქ ანტალიაში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. პირველი საშეჯიბრო დღე კი წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის. ტურნირზე გამომსვლელი ერთადერთი ქართველი, ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) პირველივე შეხვედრაში კვიპროსელ, პეტროს ხრისტოდულიდესთან დამატებით დროში დამარცხდა.

მომდევნო ორ საშეჯიბრო დღეს ანტალიის გრანდ სლემზე ლუკა კაპანაძე (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ), ომარ საური (100 კგ), ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს გამართულ ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლო და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა . ტურნირზე ჩემპიონები გიორგი ტერაშვილი (73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), გახდნენ, ვერცხლის მედლები კი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში