სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა

31 მარტი 2023, 15:01 641 ნახვა

რუსთაველის გამზირზე მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

ბრალდებულის უფლებადამცველის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისი დუმილის უფლებას იყენებს. 

მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას დარბაზში დამსწრეების უკმაყოფილება მოჰყვა. 

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა პირველ მაისს ჩაინიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისიმ 7 მარტის აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი წაუკიდა პოლიციის ავტომანქანას. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში