ერთი წელი ბუჩას ტრაგედიიდან

31 მარტი 2023, 18:11 613 ნახვა

ბუჩის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი სლოვენიის, სლოვაკეთის, ხორვატიისა და მოლდოვის ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ  რუსეთის ოკუპაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ასევე კოლეგებთან ერთად წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში მივიდნენ, რომლის ეზოშიც ერთი წლის წინ მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს.  ზელენსკიმ ბუჩას „გმირთა ქალაქის“ წოდება მიანიჭა და საპატიო ჯილდო ქალაქის მერს გადასცა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში