სტიქიას აშშ-ში სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა

01 აპრილი 2023, 10:12 531 ნახვა

აშშ-ში ტორნადოსა და შტორმს ებრძვიან. ილინოისის შტატის ქალაქ ბელვიდერში ძლიერი ქარის შედეგად თეატრში, რომელშიც 230 ადამიანი იმყოფებოდა  სახურავი ჩამოინგრა. დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

არკანზასის შტატში კი სტიქიას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ქარიშხალმა შტატებში 300 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში