რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილება

01 აპრილი 2023, 20:21 723 ნახვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი დაუჭირა ქვეყნის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას „მწვანე შუქს“ უნთებს.

ბოლო ფორმალური ნაბიჯი, რომლითაც დასრულდება რატიფიცირების პროცედურა, იქნება დოკუმენტების ვაშინგტონში გაგზავნა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთი უახლოეს დღეებში უკვე ოფიციალურად გახდება ნატო-ს წევრი. ამასთან, შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებისთვის ჯერ კიდევ ელოდება თურქეთისა და უნგრეთის თანხმობას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში