ლაზარე გრიგორიადისის სოლიდარობის აქცია

01 აპრილი 2023, 20:03 580 ნახვა

ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან ამ წუთებში აქცია იმართება, როგორც იცით 7-9 მარტის აქციების დროს, ძალადობრივი ქმედებების ბრალდებით დაკავებულ გრიგორიადისს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ოპოზიციის ნაწილი სასამართლო გადაწყვეტილებას პოლიტიკას უკავშირებს და აცხადებენ, რომ გრიგორიადისი ხელისუფლებამ სამაგალითოდ დასაჯა და იგი უნდა გათავისუფლდეს.

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, გრიგორიადისი არც გმირია, არც პოლიტიკური პატიმარი და  მსგავსი დანაშაულის წინაშე კანონი შეუვალი იქნება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში