ისრაელში აქციები გრძელდება

02 აპრილი 2023, 11:00 599 ნახვა

ათობით ათასმა ადამიანმა ისრაელში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინიცირებული სასამართო რეფორმა გააპროტესტა. თელ-ავივში მედიის ცნობით საპროტესტო აქციაზე 150 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

ქვეყნის მასშტაბით აქციის მონაწილეები რამდენიმე თვეა გამოდიან და კანონის სრულად გაუქმებას ითხოვენ.

კრიტიკოსების აზრით ხელისუფლება ცდილობს სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას, პრემიერი კი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ რეფორმები ხელისუფლების შტოების დასაბალანსებლად არის საჭირო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში