საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა

02 აპრილი 2023, 16:21 754 ნახვა

საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრებმა შვედეთის ქალაქ გიოტებურგში, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 4 მედლით დაასრულა.

ლაშა ხაჭაპურიძის შეგირდების ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია.

-75 კგ.  წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ლაშა ოზბეთელაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა, ბათუმელი სპორტსმენი  დავით მსხალაძე კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

-65 კგ. წონით კატეგორიაში კიდევ ერთმა ბათუმელმა კარატისტმა მინდია მგელაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მეორე ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქალთა ერთეულთა თანრიგში -55 კგ. წონით კატეგორიაში თეონა გაზდელიანი გახდა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში