ქალები ძალადობის წინააღმდეგ

02 აპრილი 2023, 20:02 710 ნახვა

ნდობა ქალებს, უნდობლობა მოძალადეებს! ჩვენ არ მოვითმენთ ჩაგვრას! არა ქალებზე ძალადობას! - ამ ლოზუნგებით ქალთა მარში გაიმართა. 

აქციის მონაწილე ქალები საუბრობენ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს. მათი თქმით ქალებზე ძალადობის შემთხვევების სათანადო გამოძიება არ ხდება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით  გენდერული თანასწორობის მისაღწევად სახელმწიფოს აღებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროინტეგრაციის 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, თუმცა ქალთა მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა არ წყდება.

დღევანდელ აქციას შეუერთდნენ პოლიტიკოსები და სახალხო დამცველი.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში