კარატისტების ოთხი მედალი ევროპის ჩემპიონატზე

03 აპრილი 2023, 10:06 620 ნახვა

საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრებმა შვედეთის ქალაქ გიოტებურგში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა. ლაშა ხაჭაპურიძის შეგირდების ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია.  75 კილოგრამ  წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა.

ლაშა ოზბეთელაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა, მან ფინალში ბათუმელი სპორტსმენი  დავით მსხალაძე დაამარცხა.

65 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიდევ ერთმა ბათუმელმა კარატისტმა მინდია მგელაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მეორე ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქალთა ერთეულთა თანრიგში - 55 კგ. წონით კატეგორიაში თეონა გაზდელიანი გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში