გერმანიის ვიცე-კანცლერის მოულოდნელი ვიზიტი კიევში

03 აპრილი 2023, 10:26 602 ნახვა

გერმანიის ვიცე-კანცლერი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა.

რობერტ ჰაბეკის განცხადებით, კიევში დაგეგმილი პოლიტიკური მოლაპარაკებების მიზანია, უკრაინას მისცენ იმის იმედი, რომ ქვეყანა ომის შემდგომ აღდგება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში