პრიგოჟინი სამხედრო ბლოგერის მკვლელობაში რადიკალებს ადანაშაულებს

03 აპრილი 2023, 14:08 680 ნახვა

სამხედრო ბლოგერის ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის დაგეგმვაში რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა და უკრაინის სპეცსამსახურების მოკავშირედ დაასახელა "აგენტურა", რომელსაც კავშირი აქვს რუსი ოპოზიციონერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის ფონდთან. მანამდე კი ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა დღეს გამოქვეყნებულ აუდიო კომენტარში განაცხადა, რომ ის არ ადანაშაულებს კიევის რეჟიმს სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაში, რომლის დროსაც  ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა და დაშავდა 32 ადამიანი. პრიგოჟინის თქმით, აფეთქების უკან "რადიკალების ჯგუფი" დგას.

რუსმა სამართალდამცველებმა უკვე  დააკავეს  აფეთქებაში ეჭვმიტანილი 26 წლის დარია ტრეპოვა, რომელიც ნავალნის აქტიური მომხრეა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში