სამმხრივი შეხვედრა ბუქარესტში

04 აპრილი 2023, 10:51 505 ნახვა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ეწვია რუმინეთს, რათა ხაზგასმით აღნიშნოს დასავლეთის მხარდაჭერა ნატოს მთავარი მოკავშირის მიმართ, რომელიც ესაზღვრება უკრაინას და ასევე  მოლდოვას, რომელიც განსაკუთრებით დაუცველია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

მოლდოვის პრეზიდენტი რომელიც მოსკოვს ადანაშაულებს მის ქვეყანაში არეულობის გაღვივებაში, ბუქარესტში გერმანელ და რუმინელ კოლეგებს შეხვდა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების ძალისხმევის გასააქტიურებლად.

ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ  გერმანია მხარს უჭერს  მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ ვერ აკონკრეტებს დაიწყება თუ არა მოლაპარაკებები კიშინევთან უკვე  მიმდინარე წელს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში