დღეიდან ფინეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად გახდება

04 აპრილი 2023, 11:53 594 ნახვა

დღეს ფინეთი ოფიციალურად შეუერთდება ნატოს სამხედრო ალიანსს. ფინეთის პრეზიდენტი გაემგზავრა ბრიუსელში, რათა მონაწილეობა მიიღოს ცერემონიაში, რომელზეც ნატოს შტაბ-ბინაში ფინეთის დროშა პირველად აღიმართება. 

ფინეთს აქვს 1300 კმ-იანი  საზღვარი რუსეთთან, რაც იმას  ნიშნავს, რომ ნატოს საზღვრები  რუსეთს კიდევ უფრო მიუახლოვდება. ამ ნაბიჯმა მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც პირობა დადო, რომ ის გააძლიერებს თავის ძალებს სასაზღვრო რეგიონებში.

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გასული წლის თებერვალში აიძულა ფინეთი და მეზობელი შვედეთი შეეტანათ  განაცხადი  ნატოში გაწევრიანების შესახებ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში