გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსია“ წაგებისგან იხსნა

04 აპრილი 2023, 14:10 544 ნახვა

ლა ლიგის 27-ე ტურში „ვალენსიასა“ და „რაიო ვალეკანოს“ მატჩი 1:1 დასრულდა. დებიუტში სტუმრები კომესანიამ დააწინაურა, რომელმაც მამარდაშვილის კარი ახლო მანძილიდან აიღო.

შეცდომა ცენტრალურმა მცველებმა დაუშვეს, გიორგი ბურთს შეეხო, მაგრამ თავისი გუნდი ვერ გადაარჩინა. შემდეგ კი კლუივერტის მიერ შესრულებული პენალტით „ვალენსიამ“ მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება.

ბოლოს „რაიო ვალეკანოს“ შეეძლო გამარჯვების მოპოვება, მაგრამ მამარდაშვილმა სანჩესს არ გაატანინა და მატჩი ფრედ დასრულდა.

„ვალენსია“ 27 ქულით მე-17 ადგილზეა და 9 აპრილს გასვლაზე „ალმერიას“ დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში