მოსკოვი ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად მიიჩნევს - ლავროვი

04 აპრილი 2023, 14:20 606 ნახვა

რუსეთი ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად განიხილავს - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტისთან" ინტერვიუში განაცხადა. „ევროკავშირმა “დაკარგა“ რუსეთი, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად არის.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები და თავად კავშირის ლიდერები ხომ ღიად აცხადებენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობის შესახებ. ამ მიზეზების გამო, ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად მივიჩნევთ“, - განაცხადა ლავროვმა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს შორის მან დაასახელა უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდება, ასევე უკრაინაში ინსტრუქტორებისა და დაქირავებული მებრძოლების გაგზავნა. ლავროვის თქმით, მოსკოვმა გამოიტანა საჭირო დასკვნები და, შესაბამისად, აპირებს იმოქმედოს "მკაცრად, თუკი საჭირო იქნება".

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში