მადლობა ქართველ სამხედროებს

10 თებერვალი 2017, 00:00 1403 ნახვა

ავღანეთში, ნატო-ს შეიარაღებული ძალების მეთაური საქართველოს მადლობას უხდის. ”ამერიკის ხმის” ცნობით, გენერალმა ნიკოლსონმა მადლობა გადაუხადა იმ მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც ამერიკის მხარდამხარ ავღანეთში იბრძვიან. მან საქართველოს წვლილს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს ავღანეთში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. ნიკოლსონის თქმით, ამერიკის უმთავრესი ამოცანაა, ავღანეთში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციები ადგილზე გაანეიტრალოს, რათა შეერთებული შტატები მორიგი თავდასხმებისგან დაიცვას.

ამავე კატეგორიაში