ევროპის სახალხო პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა

04 აპრილი 2023, 19:48 635 ნახვა

„ევროპის სახალხო პარტია“ ადასტურებს, რომ ბრიუსელში მდებარე მათ სათავო ოფისში დღეს ბელგიელი და გერმანელი სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პოლიციის ვიზიტი გერმანიის თიურინგიის მხარეში მიმდინარე საქმის მოკვლევას უკავშირდება. „ევროპის სახალხო პარტია“ აცხადებს, რომ სრული გამჭვირვალობით თანამშრომლობენ სამართალდამცველებთან და ყველა საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტს აწვდიან. დამატებით დეტალებზე კი პარტია კომენტარს არ აკეთებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში