მესიმ შესაძლოა „პსჟ“ დატოვოს

04 აპრილი 2023, 20:01 570 ნახვა

მესიმ შესაძლოა პარი სენ-ჟერმენი დატოვოს. ფრანგული გამოცემა L’equipe-ს ინფორმაციით, თუკი 35 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი ახალ კონტრაქტს გააფორმებს, ფრანგული კლუბი მისთვის ხელფასის დაკლებას აპირებს. პარიზელებს ძალიან ცუდი პერიოდი უდგათ და სპორტული თვალსაზრისით კრიზისი აქვთ, კვირას პარი სენ-ჟერმენი ლიონთან 0:1 დამარცხდა. მესის კი თვითონ პარიზელმა ფანებმა უსტვინეს. არგენტინელს ფრანგული მედიაც აკრიტიკებს. პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატს კი ლიდერობს, მაგრამ წელს უკვე 8 ოფიციალური მატჩი წააგო. არ წყდება მესის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებაზე ლაპარაკი. კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები მუშაობენ გეგმაზე, რომელიც ლეოს “ნოუ კამპზე”  დააბრუნებს. ლიონელ მესის პსჟ-სთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. მან ბარსელონა ორი წლის წინ დატოვა, რადგან კატალონიელებმა მისი შენარჩუნება ვერ მოახერხეს. თვითონ მესის საკუთარი მომავლის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს. ცნობილია, რომ მას საუდის არაბეთიდან და ამერიკული MLS-იდან აქვს შეთავაზებები.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში