საერთაშორისო გადამზიდავებისთვის ლარსზე მოძრაობის წესები იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

05 აპრილი 2023, 11:43 767 ნახვა

ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საზღვარზე გატარების ცვლილება 23 მაისამდე იმოქმედებს.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, ცვლილება რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხორციელდება.

"13 მარტიდან 23 მაისამდე ყაზბეგი/დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე, კომუნიკაციების გამოცვლის და მოძრაობის წესში ცვლილებების შეტანის გამო, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს საბაჟო – გამშვები პუნქტები იმუშავებს რევერსულ რეჟიმში სასაზღვრო გამტარი ზოლების 11-დან ექვს ზოლამდე შემცირებით“, - ნათქვამია სახმელეთო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში