ზელენსკი პირველი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა

05 აპრილი 2023, 11:10 661 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად პოლონეთში ჩავიდა, – ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ წერს. ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი დაანონსებული ვიზიტია ქვეყნის გარეთ.

პოლონეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ანჯეი დუდასა და მისი მეუღლის მიერ სტუმრების ოფიციალური მისალმების შემდეგ, ლიდერები მოლაპარაკებას პრეზიდენტის სასახლეში გამართავენ, ხოლო ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ვოლოდიმირ ზელენსკისა და ანჯეი დუდას ერთობლივი გამოსვლა იგეგმება.

აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა ფართომასშტაბიანი ომის დროს მხოლოდ რამდენჯერმე დატოვა ქვეყანა. ის ვიზიტით იმყოფებოდა ვაშინგტონში, ლონდონში, პარიზსა და ბრიუსელში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში